28 ოქტომბერი 2021,   21:49
ვრცლად
"მათ ტერორისტული აქტი ჩაიდინეს საქართველოში"- სუს-ის უფროსის პირველი კომენტარი სპეცოპერაციაზე

"თუ შევხედავთ დღევანდელ დღეს, რაც მოხდა, მათ ტერორისტული აქტი ჩაიდინეს საქართველოში, თითქმის, 18 საათიან ბრძოლას აწარმოებდნენ ძალოვან სტრუქტურებთან,“-სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, ვახტანგ გომელაურმა სპეცოპერაციის შესახებ პირველი განცხადება გააკეთა.

თბილისის რეფერალურ საავადმყოფოში, სადაც გაბრიელ სალოსის გამზირზე განხორციელებული სპეცოპერაციის შედეგად დაჭრილი სამართალდამცველები იმყოფებიან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი მივიდა.

გომელაურისთქმით, დაჭრილი სამართალდამცავების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. მან დაღუპული სპეცრაზმელის ოჯახს მიუსამძიმრა. 

„გვინდოდა, არ დაშავებულიყვნენ მოქალაქეები, ძალოვანი სტრუქტურის თანამშრომლები. იყო საფრთხე, რომ მოსახლეობა მძევლად აეყვანათ. სერიოზული ჯგუფი იყო,“- აღნიშნა გომელაურმა.  

ამავე თემაზე
დღის ამბები