26 აპრილი 2024,   06:23
ვრცლად
პოლიციასთან დაპირისპირებისას დაჭრილი თავდამსხმელი სავარაუდოდ ყოფილი პოლიციელია

გვიან ღამით გაწერეს კლინიკიდან ლუბლიანას ქუჩაზე დაჭრილი ქალი, რომელსაც ყოფილმა მეუღლემ ცეცხლსასროლი იარაღიდან სახეში ესროლა. ექიმების განმარტებით, დაშავებულს ოპერაცია ჩაუტრდა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

რაც შეეხება პოლიციასთან დაპირისპირებისას დაჭრილ თავდამსხემლს, "კურიერის" ინფრომაციით, ის ყოფილი პოლიციელია, ამბულატორიული მკურნალობა მას შემთხვევიდან მალევე ჩაუტარდა და ის კლინიკიდან გაწერეს.

შემთხვევა გუშინ მოხდა. 1961 წელს დაბადებულმა მამაკაცმა ოჯახური კონფლიქტის დასარეგულირებლად მისული სამართლადამცველების მიმართულებით რამდენჯერმე ისროლა, შემდეგ კი ყოფილი მეუღლე დაჭრა.

დაპირისპირების სავარაუდო მიზეზად, ეჭვიანობა დასახელდა.

დღის ამბები