26 დეკემბერი 2024,   23:44
ვრცლად
დებატები პარლამენტში - ოპოზიცია ხელისუფლებას არასწორად დაგეგმილი ბიუჯეტის გამო აკრიტიკებს

ორ საათზე მეტია, დეპუტატები ბიუჯეტში ცვლილებს განიხილავენ. ამ საკითხთან დაკავშირებით პარლამენტში დებატები გაიმართა. ოპოზიცია ხელისუფლებას არასწორად დაგეგმილი ბიუჯეტის გამო აკრიტიკებს.

„ის, რაც დღეს ხდება ფასებთან და ლართან დაკავშირებით, პირდაპირ მთავრობის ბრალია. თუ რადიკალური ზომები არ მიიღო მთავრობამ და ეროვნულმა ბანკმა, სამწუხაროდ, რაც გვინახავს, ვეღარ ვნახავთ,“- განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ.

„ევროპულ საქართველოში“ ამბობენ, რომ შესაძლებელი იყო პენსიის ზრდა, თუმცა ხელისუფლებამ ეს არ გააკეთა.

„შესაძლებელი იყო, 35 ლარით გაზრდილიყო პენსია. კარგი, 35 ლარი სხვა რაღაცაში გჭირდებოდათ, 20 ლარით გაგეზარდათ,“- განაცხადა სერგო რატიანმა.

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, პაატა კვიჟინაძის აზრით კი, 2017 წლის ბიუჯეტი აშკარად გაუმჯობესებულია.

ფინანსთა მინისტრის მოადგილის, გიორგი კაკაურიძის თქმით, ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები დამტკიცებული გეგმის შესრულებას ხელს შეუწყობს.

2017 წლის ბიუჯეტი 305 მილიონი ლარით იზრდება. ზრდა ამ წლის ბიუჯეტში დამატებითი შემოსავლების ზრდამ განაპირობა, რომელიც ინფრასტრუქტურულ პროექტებს და ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლას მოხმარდება.

 

 

დღის ამბები