26 დეკემბერი 2024,   23:55
ვრცლად
„ჩვენ უკვე ვთანამშრომლობთ გამოძიებასთან"- განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ხორავას ქუჩაზე მომხდარ ფაქტს ეხმაურება

„ჩვენ უკვე ვთანამშრომლობთ გამოძიებასთან. სკოლის პერსონალი მზადაა, მაქსიმალურად შეუწყოს ხელი სიმართლის დადგენას,“- ასე გამოეხმაურა განათლებისა და მეცნიერების მინისტრი 51-ე სკოლის ორი მოსწავლის დაჭრის ფაქტს, რომელთაგან ერთი გარდაიცვალა და ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. მიხეილ ჩხენკელმა სოციალურ ქსელში მიმართვა გაავრცელა.

ის თანადგომას უცხადებს გარდაცვლილი ბავშვის ოჯახს. მინიტრის თქმით, ექიმები ყველაფერს აკეთებენ დაჭრილი მოსწავლის გადასარჩენად.

მიხეილ ჩხენკელის ინფორმაციით, ორშაბათს დილიდან მოსწავლეებთან სამუშაოდ სკოლაში მივა ფსიქოლოგების ჯგუფი.

„ორშაბათს დილიდან მოსწავლეებთან სამუშაოდ სკოლაში მივა ჩვენი ფსიქოლოგების ჯგუფი. მივმართავთ ყველა სხვა საშუალებას სამომავლოდ მსგავსი ტრაგედიის თავიდან ასაცილებლად,“- აღნიშნავს ჩხენკელი. 

გავრცელებული ინფორმაციით, მოსწავლეების დაჭრას წინ შელაპარაკება უძღოდა, რომელიც ბავშვებს შორის 51-ე საჯარო სკოლასთან დაიწყო, რის გამოც სავარაუდოდ, მანდატურმა მათ შენიშვნა მისცა, რის შემდეგაც მათ ხორავას N4-ში გადაინაცვლეს და ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

 
ამავე თემაზე
დღის ამბები