26 დეკემბერი 2024,   23:57
ვრცლად
ყოფილი პოლიციელი, რომელმაც ყოფილ მეუღლეს ესროლა, წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული

ყოფილი პოლიციელი, რომელმაც ყოფილ მეუღლეს საკუთარ სახლში ესროლა, წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული. 46 წლის ქალი ყოფილმა ქმარმა საკუთარ საცხოვრებელ სახლში ლუბლიანას ქუჩაზე ცეცხლსასროლი იარაღით სახის არეში დაჭრა. ნათელა კიკონაშვილი კლინიკაში გადაიყვანეს ოპერაციის შემდეგ კი სახლში გაწერეს.

ბადრი ბერიაშვილმა ყოფილი ცოლის გარდა შემთხვევის ადგილზე გამოძახებულ საპატრულო პოლიციის თანამშრომელსაც ესროლა. საპასუხო სროლის შედეგად მუცლის არეში თავად ბერიაშვილიც დაიჭრა. 50 წლის მამაკაცი კლინიკაში გადაიყვანეს. ლუბლიანას 11 ნომერში, რომ ორმხირივი სროლა იყო, ამას ადგილზე დარჩენილი ნატყვიარებიც ადასტურებს.

თავდასხმის მოტივად თავდაპირველად ეჭვიანობა სახელდებოდა, თუმცა დაკავებულის ოჯახი მომხდარს ცოლ-ქმარს შორის რამდენიმე წლის წინ დაწყებულ ქონებრივ დავას უკავშირებენ. ბერიაშვილები ამბობენ რომ, ყოფილმა ცოლმა 25-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ ბრალდებულს უძრავი ქონება, მათ შორის ერთადერთი საცხოვრებელი სახლი გაუყიდა, თანხა კი მიითვისა.

ყოფილი პოლიციელი თამაზ ბერიაშვილი ახლა წინასწარი დაკავების იზოლატორშია. მისი ინტერესების დამცველი ადასტურებს, რომ ბერიაშვილმა გასროლა მისი კუთვნილი იარაღიდან მოახდინა. 50 წლის ყოფილ პოლიციელს გამოძიება სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა შენახვა ტარებასა და პოლიციის თანამშრომელზე თავდასხმას ედავება.  

 

დღის ამბები