27 დეკემბერი 2024,   04:45
ვრცლად
სტრასბურგის სასამართლო ღრუბლების მაღლა არ არის - ნუკრი ქანთარია მერაბიშვილის საქმეზე

„რანაირი პოლიტპატიმარია, როდესაც ის საზოგადოების ძალიან დიდ ნაწილში აღიქმება, როგორც წამების მანქანის ავტორად და გვამების მოსურნედ,“ - ასე აფასებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ნუკრი ქანთარია, ევროსასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ ვანო მერაბიშვილის პოლიტპატიმრად გამოცხადებას.

ევროსასამართლოს დიდმა პალატამ ვანო მერაბიშვილის საქმეზე მე-18 მუხლის დარღვევა ძალაში დატოვა.

ქანთარიას თქმით, მერაბიშვილის გათავისუფლება არ იგეგმება.

„ღრუბლების მაღლა ისიც (სტრასბურგის სასამართლო) არ არის. ამიტომ, იმის დამტკიცება, რა უყვეს, როგორ მოხდა, მთავარია, რომ ის საღსალამათია, აღმოჩნდა ისევ იქ და არავითარი წამების კვალი მასზე არ იყო,“ - განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.

დღის ამბები