27 დეკემბერი 2024,   05:14
ვრცლად
დამტკიცდა, რომ ქვეყანას ჰყავს პოლიტპატიმარი - ხატია დეკანოიძე მერაბიშვილის საქმეზე

„დამტკიცდა, რომ ქვეყანას ჰყავს პოლიტპატიმარი და ქვეყანაში არის პოლიტიკური დევნა,“ – ეს განცხადება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ხატია დეკანოიძემ, ევროსასამართლოს გადაწყვეტილების შეფასებისას გააკეთა.

ევროსასამართლოს დიდმა პალატამ ვანო მერაბიშვილის საქმეზე მე-18 მუხლის დარღვევა ძალაში დატოვა.

„ვანო მერაბიშვილის ქეისმა, მანამდე რუსთავი2-ის ქეისმა, რომელზეც რეალურად, უპრეცენდენტო გადაწყვეტილება იქნა მიღებული და კიდევ გამამართლებელი ბაჩო ახალიას და კიდევ სხვადასხვა პოლიტიკური დევნილი ადამიანები, დაადასტურა, რომ მართლმსაჯულება საქართველოში არ არსებობს. ეს არის მართლმსაჯულება, რომლის ძირითადი საფუძველი არის პოლიტიკური ლაიტმოტივი,“ - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

დღის ამბები