26 დეკემბერი 2024,   22:13
ვრცლად
სააკაშვილი მხარდამჭერებთან ერთად გეგმავს, პოროშენკოს სამუშაო ადგილამდე მისვლის საშუალება არ მისცეს

მიხეილ სააკაშვილის პარტია ახალ ძალთა მოძრაობის ორგანიზებით კიევში დღეს მასშტაბური მსვლელობა გაიმართა.

აქციის მონაწილეებმა უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს იმპიჩმენტი მოითხოვეს. საპროტესტო მარშს სხვადასხვაა ოპოზიციური პარტიები და კიევის სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოსული მოქალაქეები შეუერთდნენ. მრავალათასიანი მსვლელობა ევროპის მოედანზე დასრულდა, სადაც უკრაინულმა ოპოზიციამ პრეზიდენტ პოროშენკოს და ქვეყნის ხელისუფლებას კიდევ ერთხელ წაუყენა საკუთარი მოთხოვნები და მათ შესასრულებლად ერთკვირიანი ვადა მისცა.

აქციის მონაწილეებს სიტყვით სააკაშვილმა მიმართა. მან კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ საქართველოს და უკრაინის ხელისუფლებები შეთანხმებით მოქმედებენ და მისი ექსტრადიციისთვის ემზადებიან. თუმცა, მისივე თქმით, უკრაინული ოპოზიცია უკან დახევას არ აპირებს.  

თუ ხელისუფლება ოპოზიციის მოთხოვნებს არ გაითვალისწინებს, მაშინ მიხეილ სააკაშვილი და მისი მომხრეები გეგმავენ, რომ პეტრო პოროშენკოს ფიზიკურად გადაუღობონ გზა და სამუშაო ადგილამდე მისვლის საშუალება არ მისცენ. 

დღის ამბები