მიხეილ სააკაშვილის სახლთან ვითარება ამ წუთებში უკიდურესად დაიძაბა. სააკაშვილის მომხრეებმა საცხოვრებელ სახლში შესვლა და გასასვლელის ბლოკირება სცადეს, რასაც სამართალდამცველებთან დაპირისპირება მოჰყვა.
შენობა სპეცრაზმის თანამშრომლებს აქვთ ბლოკირებული. არსებული ინფორმაციით, ამ წუთებში სააკაშვილის საცხოვრებელ სახლთან სპეცრაზმის დამატებითი ძალების მობილიზება ხდება.
ეს უკვე სამართალდამცველებსა და მიხეილ სააკაშვილის მომხრეებს შორის მეორე დაპირისპირებაა.
ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მიხეილ სააკაშვილი სპეცრაზმის თანამშრომლებმა უკვე დააკავეს, თუმცა ის ჯერჯერობით შენობიდან არ გამოუყვანიათ.