მიხეილ სააკაშვილი სავარაუდოდ დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით სამართალდამცველებმა ის სავარაუდოდ, მისი სახლის სახურავზე დააკავეს.
სახურავიდან, სადაც მიხეილ სააკაშვილი იმყოფებოდა, შესაძლებელია აღნიშნული კორპუსის ნებისმიერ სადარბაზოში ჩასვლა შესაბამისად, სპეცდანიშნულების რაზმის ის მიკროავტობუსმა, რომელშიც სავარაუდოდ აპირებდნენ მიხეილ სააკაშვილის მოთავსებას მისი დაკავების შემდეგ, გადაინაცვლა გვერდზე სადარბაზოსთან, სადაც ასევე გადაინაცვლეს იმ სპეცრაზმელების ნაწილმა.
შეგახსენებთ, რომ დილიდან სააკაშვილის სახლთან მობილიზებული იყო უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის სპეცრაზმი. ადგილზე ასევე შეკრებილები იყვნენ სააკაშვილის თანაგუნდელები და უფლებადამცველები. სპეცრაზმი ადვოკატებს სააკაშვილთან არ უშვებდა. გავრცელებული ინფორმაციით მიხეილ სააკაშვილი საცხოვრებელი სახლის სახურავზე იმყოფებოდა, საიდანაც მიმართა მხარდამჭერებს და აღნიშნა, რომ ის საკუთარი სიცოცხლის ფასად იბრძოლებდა უკრაინისთვის.