20 ნოემბერი 2024,   17:33
ვრცლად
"ეს არის ოლიგარქების მოლაპარაკებული საქმე" - სანდრა რულოვსი მიხეილ სააკაშვილის დაკავებაზე საუბრობს

მიხეილ სააკაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით, ყოფილი პირველი ლედი და მიხეილ სააკაშვილის მეუღლე სანდრა რულოვსი საუბრობს. „კურიერთან“  საუბრისას რულოვსი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის დაკავება მოულოდნელი არ ყოფილა.

სანდრა რულოვსი მომხდარს ბიძინა ივანიშვილსა და პეტრო პოროშენკოს შორის გარიგებას უწოდებს.

„თვეებია ამას ველოდებოდით, ბოლო კვირები განსაკუთრებით, როდესაც მის ირგვლივ ყველას საქართველოში ან სხვაგან დეპორტირება გაუკეთეს, სცემს ან შეაშინეს. მიშაც ელოდებოდა ამას რა თქმა უნდა, მაგრამ არ ჩერდებოდა მისი აქტიურობა მის პარტიასთან ერთად. მე მგონი სახეზეა შედეგი. რაც დღეს მოხდა ეს რა თქმა უნდა სრულიად უკანონოა, შევარდნენ მის ბინაში, კიევის ცენტრში, აიყვანეს, ჩატენეს მარშუტკაში. ამ ღამეს მქონდა კომუნიკაცია, მომწერა საორგანიზაციო საკითხი, ვიღაც მოდის. რა თქმა უნდა ვნერვიულობ, ვუყურებ პირდაპირ ეთერში, მაგრამ იმედით ვარ, იმიტომ რომ ვხედავ ეკრანზე რომ მისი მომხრეები და უკრაინელი ხალხი მის გვერდშია,“-განაცხადა სანდრა რულოვსმა.

სანდრა რულოვსი ამბობს, რომ რთულია იმის პროგნოზირება როგორ განვითარდება მოვლენები.

„როდესაც მიშა არის ჩართული პროცესში, ვითარდება ისე, როგორც არავინ ელოდება. მაგრამ მე ვიცი ახლა რას განიცდის იმ მარშუტკაში, ძალიან განიცდის და იცის, რომ ეს არის გადამწყვეტი მომენტი მისთვის. ყველამ ვიცით რომ ეს არის ოლიგარქების მოლაპარაკებული საქმე. მიშა ხომ არ არის სავაჭრო საგანი,“-განაცხადა სანდრა რულოვსმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები