20 ნოემბერი 2024,   17:20
ვრცლად
"იმედს გამოვთქვამ, რომ მისი უსაფრთხოება დაცული იქნება" - მარგველაშვილი სააკაშვილზე საუბრობს

საქართველოს მესამე პრეზიდენტის და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის დაკავების ფაქტს, საქართველოს პრეზიდენტის ეხმაურება. მოკლე განცხადებას გიორგი მარგველაშვილი, „Twitter“ -ის გვერდზე ავრცელებს.

გიორგი მარგველაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ მიხეილ სააკაშვილის უსაფრთხოება გარანტირებული იქნება.

„კიევში მიმდინარე პროცესები უკრაინის შიდა საქმეებია, თუმცა მოვლენების ეპიცენტრში საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია. იმედს გამოვთქვამ, რომ მისი უსაფრთხოება დაცული იქნება,“-წერს მარგველაშვილი. 

დღის ამბები