22 დეკემბერი 2024,   07:06
ვრცლად
ქობულეთის პოლიციის უფროსმა თანამდებობა სავარაუდოდ, წარუმატებელი სპეცოპერაციის გამო დატოვა

ქობულეთის პოლიციის უფროსმა ზაზა გურჩიანმა თანამდებობა დატოვა. განცხადება გადადგომის შესახებ მან რამდენიმე დღის წინ დაწერა. ერთ-ერთი ვერსიით, გადაწყვეტილება ქობულეთში, 25 ნოემბერს ჩატარებულ სპეცოპერაციას უკავშირდება, რის შედეგადაც თურქეთის ერთი მოქალაქე დააკავეს.  

გავრცელებული ინფორმაციით, კიდევ ორი ადამიანის დაკავება იგეგმებოდა, რაც სავარაუდოდ, სამართალდამცველებმა ვერ შეძლეს და ამის გამო, პოლიციის უფროსმა თანამდებობა დატოვა.

ქობულეთის პოლიციაში აცხადებენ, რომ უკვე ორი დღეა ზაზა გურჩიანი სამსახურში არ მისულა. შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ, რომ გურჩიანმა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა თანამდებობა, თუმცა დეტალებს არ აკონკრეტებენ.

უწყების განმარტებით, გადადგომა არ უკავშირდება ჩატარებულ სპეცოპერაციას. 

დღის ამბები