26 დეკემბერი 2024,   15:30
ვრცლად
"ახლა რომ თქვან, რომ შევიდეთ პარლამენტში, პრეზიდენტის სასახლეში, წავუკიდოთ ცეცხლი წამსვლელები არიან ეს ხალხი"-საყვარელიძე

„ახალ ძალთა მოძრაობის“ წევრი დავით საყვარელიძე უკრაინის ხელისუფლების სურვილს დააკავოს სააკაშვილი პარანოიად აფასებს. მისი თქმით ამით უკრაინის პრობლემები არ გადაიჭრება.

დავით საყვარელიძის განმარტებით ადგილზე მიხეილ სააკაშვილის დაკავების დროს იმაზე მეტი სპეცრაზმელი იმყოფებოდა ვიდრე ხალხი, თუმცა საზოგადოება იმდენად გულანთებული იყო , რომ მოახერხა დაეცვა მიხეილ სააკაშვილი.

„ქალები, ბებიები, ბაბუები მოდიოდნენ. მოათრევდნენ სხვადასხვა ბარიკადებს. ასეთი რამე არ მინახავს. ნამდვილად გაოცებული ვიყავი. გაოცებული ვუყურებდი როგორ გამოანგრიეს ბრონირებული შუშები და როგორ გამოიხსნეს იქიდან მიშა,“-განაცხადა დავით საყვარელიძემ.

მისი თქმით დაახლოებით საათნახევარი მოიგო პარტიამ მიხეილ სააკაშვილის სახურავზე ასვლით , რომ მოხერხებულიყო ხალხის მობილიზება და ცოცხალი ჯაჭვის გაკეთება. დავით საყვარელიძის თმით იანუკოვიჩის რეჟიმისგან განსხვავებით ამჯერად პოლიციას ეშინია ხალხის დარბევა და ამაზე ისინი არ წავიდნენ.

„ახალ ძალთა მოძრაობის“ წევრი ამბობს, რომ სააკაშვილი დღეს უკრაინის ხელისუფლების კატალიზატორია იმ პროცესების , რომელსაც ისინი არ მოელოდნენ.

„სააკაშვილი დღეს მათთვის არის კატალიზატორი იმ პროცესების , რომელსაც ისინი არ მოელოდნენ. ვინაიდან ხალხი იყო მოლოდინში იმ ლიდერის , იმ პოლიტიკური ბულდოზერის, რომელსაც შეუძლია დღეს ოლიგარქიული რეჟიმის  გარღვევა. მიშას ყველაფერი შეიძლება დააბრალო  ოლიგარქებთან კავშირის გარდა, რუსეთთან კავშირის გარდა,“-განაცხადა დავით საყვარელიძემ.

საყვარელიძის თქმით უკრაინის ხელისუფლებამ იჩქარა გადაწყვეტილების მიღება.

„ახალ ძალთა მოძრაობის“ წევრი ამბობს, რომ ხალხი არის ყველაფერზე წამსვლელი და ახლა რომ მოუწოდოს მათ მიშამ რომ შევიდნენ პარლამენტში , პრეზიდენტის სასახლეში ისინი ამას გააკეთებენ თუმცა ასეთ მოწოდებას პარტიის ლიდერი არ აპირებს.

„აი ახლა რომ თქვან, რომ შევიდეთ პარლამენტის შენობაში, პრეზიდენტის სასახლეში, წავუკიდოთ ცეცხლი , მოვაშთოდ ეს ყველაფერი წამსვლელები არიან ეს ხალხი იმიტომ რომ გამწარებულები არიან. ამას ჩვენ არ ვაკეთებთ  შეგნებულად იმიტომ რომ ჩვენ გვესმის რომ ევოლუცია უნდა განიცადოს ყველაფერმა და არ შეიძლება ძალადობით პასუხი,“-განაცხადა საყვარელიძემ. 

რაც შეეხება სააკაშვილის საქართველოში შესაძლო ექსტრადირებას, საყვარელიძის თქმით ეს ივანიშვილს არაფერში არ სჭირდება. 

დღის ამბები