26 დეკემბერი 2024,   15:22
ვრცლად
პირველი ფოტოები გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარე კორპუსიდან, სადაც ანტიტერორისტული სპეცოპერაცია ჩატარდა

პირველი ფოტოები გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარე კორპუსიდან, სადაც 22 ნოემბერს ანტიტერორისტული სპეცოპერაცია ჩატარდა. ჟურნალისტებს ადგილზე ამ დრომდე არ უშვებენ, თუმცა „კურიერის“ კორესპონდენტმა რამდენიმე ფოტოს გადაღება ნახევრად დანგრეული სახლის სადარბაზოში მაინც შეძლო.

საგამოძიებო მოქმედებები დასრულებულია, თუმცა საცხოვრებელი კორპუსის შესასვლელს კვლავ სამართალდამცველები აკონტროლებენ და ადგილობრივებს სპეციალური სიებით, პოლიციის მეთვალყურეობის ქვეშ უშვებენ.

სპეცოპერაციიდან 17 დღის შემდეგ ადგილზე დასუფთავების და სპეციალური ლაბორატორიის ჯგუფები შევიდნენ. სწორედ ლაბორატორიის დასკვნაზე იქნება დამოკიდებული, როდის დაბრუნდება საკუთარ სახლებში 25 ოჯახი.  

„რაც გალესილია, ბათქაში სულ ჩამოცვენილია. ყველაფერი განადგურებულია, არაფერი ვარგა,“ - განაცხადა დასუფთავების სამსახურის წარმომადგენელმა, გოჩა ბერიძემ.

ადგილობრივები ამბობენ, რომ სამი სართული ძალიან დაზიანებულია.

„კედლები, თითქმის ყველგან დამტვრეულია, ფანჯრები აღარ არსებობს, აღარც შიგნით კედლები,“- აღნიშნა სალოსის ქუჩაზე მცხოვრებმა, თეონა სალარიძემ. 

 

ფოტო რეპორტაჟი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

ამავე თემაზე
დღის ამბები