26 დეკემბერი 2024,   23:59
ვრცლად
კონკურენტებს შორის ღია დაპირისპირება - „ადვოკატთა ასოციაციის“ ახალ თავმჯდომარეს ხვალ აირჩევენ

„ადვოკატთა ასოციაციის“ ახალ თავმჯდომარეს ხვალ 4 წლის ვადით აირჩევენ. "ადვოკატთა ასოციაციის" წევრები პროფესიული გაერთიანების თავმჯდომარეს 12 კანდიდატიდან შეარჩევენ. საკუთარი არჩევანის გაკეთება ხვალ ასოციაციის ყველა წევრ უფლებადამცველს შეეძლება.

კონკურენტებს შორის ღია დაპირისპირება არჩევნების წინა დღეს განსაკუთრებით მწვავეა. ერთ-ერთი კანდიდატი, ირმა ჭკადუა პოლიტიკურ ინტერესებში ბრალს მის კონკურენტს, დავით ასათიანს სდებს. ჭკადუა აცხადებს, რომ ასათიანი რესურსს მხოლოდ ადვოკატთა კონკრეტული ჯგუფის ინტერესებისთვის იყენებდა.

თავმჯდომარეობის კანდიდატი, დავით ასათიანი ოპონენტის საპასუხოდ აცხადებს, რომ არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე მისი საწინააღმდეგო პრეტენზიები უსაფუძვლოა და მხოლოდ მის დისკრედიტაციას ემსახურება.

„ადვოკატთა ასოციაციის“ ხელმძღვანელობის საეჭვო ფინანსური გადაწყვეტილებების განსახილველად ირმა ჭკადუა „ასოციაციის“ ოფისში მის მხარდამჭერ კოლეგებთან ერთად მივიდა.

„ადვოკატთა ასოციაციის“ მოქმედი ხელმძღვანელი, ზაზა ხატიაშვილი ამბობს, რომ კოლეგებისგან ბრალდებებს არ იმსახურებს.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები