22 დეკემბერი 2024,   06:04
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილს ბრალად ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფებისთვის ხელშეწყობა ედება - უკრაინის შს მინისტრის მრჩეველი

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველის  ზორიან შკირიაკის განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის და ოდესის ყოფილი გუბერნატორი, გენერალური პროკურატურის დავალებით დააკავეს. აღნიშნული განცხადება ზორიან შკირიაკმა „კურიერის“ ეთერში გააკეთა.

მისი თქმით, სააკაშვილის დაკავება სისხლის სამართლის კოდექსის 256-ე მუხლის საფუძველზე მოხდა, რაც ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფებისთვის ხელშეწყობას გულისხმობს.

„ბატონი სააკაშვილი ნამდვილად დაკავებულია უკრაინის ნაციონალური პოლიციის მიერ გენერალური პროკურორის დავალებით. მისი დაკავება მოხდა მისთვის წაყენებული 256-ე მუხლის თანახმად, რაც გულისხმობს ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის თანამონაწილეობას. ამ მომენტისთვის ის იმყოფება წინასწარი დაკავების იზოლატორში, ის დააკავეს კიევის ერთ-ერთ რაიონში. ოპერაციამ მშვიდად ჩაიარა და მას წინააღმდეგობა არ გაუწევია. თუ გამომძიებელი თანახმა იქნება დაკავების კონკრეტულ დეტალებს გენერალური პროკურატურა გაახმოვანებს. მე იმედი მაქვს რომ სასამართლო მას წინასწარ პატიმრობას შეუფარდებს,“-განაცხადა ზორიან შკირიაკმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები