„საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია“ ახალ თავმჯდომარეს ირჩევს. არჩევნებში 12 კანდიდატი მონაწილეობს. თავმჯდომარეს ფარული კენჭისყრით, კრებაზე დამსწრე წევრების ხმათა უმრავლესობა აირჩევს.
„საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში“ სულ რეგისტრირებულია 4 970 ადვოკატი. რეგლამენტის მიხედვით კი კვორუმისთვის კრებას მინიმუმ 800 წევრი უნდა დაესწროს.
ამ წუთებში "ადვოკატთა ასოციაციის" კრებაზე რეგისტრაციის პროცესის მიმდინარეობს. შემდეგ ადვოკატები სპორტის სასახლის დარბაზში გადაინაცვლებენ, სადაც 12 კანდიდატი საკუთარ პროგრამას წარადგენს, რის შემდეგაც კენჭისყრა 15:00 საათზე დაიწყება.
კანდიდატები ამბობენ, რომ წინასაარჩევნო პერიოდი საკმაოდ დაძაბული იყო. კონკურენტებს შორის ღია დაპირისპირება არჩევნების წინა დღეებში განსაკუთრებით გამწვავდა.