20 ნოემბერი 2024,   17:21
ვრცლად
ავტომაიდანი კიევში - სააკაშვილის მხარდამჭერები ლუცენკოს სახლისკენ დაიძრნენ

კიევში საპროტესტო მსვლელობა - ავტომაიდანი დაიწყო. მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები საკუთარი ავტომობილებით პუშკინის სკვერში შეიკრიბნენ, საიდანაც კოლონა უკრაინის გენერალური პროკურორის, იური ლუცენკოს სახლისკენ დაიძრა. მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერების ნაწილი ლუცენკოს სახლთან უკვე მივიდა. 

უკრაინის გენერალური პროკურორი კიევთან ახლოს, ე.წ. ელიტურ დასახლებაში ცხოვრობს, სადაც აქციის მონაწილეები სპეციალურად მომზადებული ე.წ. კორუფციის დროშით მიდიან, რომ უკრაინის მოსახლეობამ ნახოს, სად ცხოვრობს, მათი შეფასებით, კორუფციის მფარველი. 

საქართველოს მესამე პრეზიდენტი წუხელ დააკავეს. მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები