26 დეკემბერი 2024,   15:34
ვრცლად
ორდღიან კოკისპირულ წვიმას გურიაში ერთი ადამიანი ემსხვერპლა

ორდღიან კოკისპირულ წვიმას გურიაში ერთი ადამიანი ემსხვერპლა. ადიდებულმა მდინარემ ოზურგეთის რაიონის სოფელ ძიმითის მცხოვრები, 52 წლის ტარიელ სიგუა, მაშინ გაიტაცა, როდესაც სახლისკენ მიდიოდა.

ხიდი მწყობრიდან იყო გამოსული და უბედური შემთხვევა ამან გამოიწვია. სტიქიამ კიდევ რამდენიმე ხიდი და საავტომობილო გზა დააზიანა.

მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები ამ დროისთვის ადგილზე იმყოფებიან და სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის დათვლა მიმდინარეობს.

 

დღის ამბები