18 ნოემბერი 2024,   06:21
ვრცლად
მეწყერი ხელვაჩაურში - გადაკეტილია ცენტრალურ მაგისტრალთან დამაკავშირებელი სოფლის გზა

სამდღიანმა გადაუღებელმა წვიმამ პრობლემები შექმნა ხელვაჩაურის რაიონის სოფელ წინსვლაში. ჩამოწოლილმა მეწყერმა კვირიკაძეების 7-სულიანი ოჯახის საცხოვრებელი დააზიანა.

უკვე ორი დღეა, გადაკეტილია ცენტრალურ მაგისტრალთან დამაკავშირებელი სოფლის გზა და 1000-ზე მეტი ოჯახი შემოვლითი გზით სარგებლობს. გადაადგილების პრობლემა ექმნებათ სასწრაფო დახმარების მანქანებსაც.

აჭარის საგზაო დეპარტამენტის თანამშრომლებმა უკვე შეისწავლეს ტერიტორია. აღდგენითი სამუშაოები დასკვნის მომზადების შემდეგ დაიწყება.

 

დღის ამბები