26 დეკემბერი 2024,   15:25
ვრცლად
67 წლის ასაკში სოხუმის დრამატული თეატრის მსახიობი, დიმიტრი ჯაიანი, გარდაიცვალა

67 წლის ასაკში სოხუმის დრამატული თეატრის მსახიობი, დიმიტრი ჯაიანი, გარდაიცვალა. მის ცხედარს თბილისში დღეს ღამით ჩამოასვენებენ.

მსახიობი სამკურნალოდ თურქეთის ქალაქ იზმირში იმყოფებოდა, სადაც ღვიძლის ტრანსპლანტაციის გადაუდებელი ოპერაცია უნდა გაეკეთებინა.

დიმიტრი ჯაიანს 2013 წლიდან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის პოსტი ეკავა.

მის ცხედარს სამშაბათს 14:00 საათზე რუსთაველის თეატრიდან გამოასვენებენ.

დღის ამბები