26 დეკემბერი 2024,   15:20
ვრცლად
„მე აქ ვარ“ - საქველმოქმედო აქცია ძველი იპოდრომის ადგილზე დაიწყო

„მე აქ ვარ“ - საქველმოქმედო აქცია ამ დევიზით, დაახლოებით, ერთი საათის წინ ძველი იპოდრომის ადგილზე დაიწყო. საქველმოქმედო ღონისძიების ფარგლებში გამოფენა-გაყიდვა და კონცერტი გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას ცნობილი მომღერლები მიიღებენ.

ტერიტორიაზე მოეწყობა წინასაახალწლო დეკორაციების და მცენარეების გამოფენა-გაყიდვა, შემოსული თანხის ნაწილი კი აუტიზმის კვლევისა და ხელშეწყობის ეროვნული ცენტრის სარეაბილიტაციო კომპლექსის - „ფერადი ქალაქის“ მშენებლობას მოხმარდება.

დღის ამბები