26 დეკემბერი 2024,   15:16
ვრცლად
ხვალ კიევში მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრებას მრავალათასიანი აქციით გააპროტესტებენ

ხვალ კიევში მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრებას მრავალათასიანი აქციით გააპროტესტებენ. უკრაინის დედაქალაქში საპროტესტო მარშია დაგეგმილი, ქუჩაში გამოსულები სააკაშვილის გათავისუფლებას და პოროშენკოს იმპიჩმენტს მოითხოვენ.

ვარაუდობენ, რომ კიევისთვის ხვალინდელი დღე მძიმე იქნება, რადგან ქუჩებში პოლიციის და სპეცრაზმის უპრეცედენტო მობილიზება იგეგმება, ბარიკადების მეორე მხარეს კი ხალხი იდგება.

მიხეილ სააკაშვილის თანაგუნდელები იმედოვნებენ, რომ კიევის ქუჩები ხალხით გაივსება და მოელიან, რომ მარშში მონაწილეობის მისაღებად მილიონამდე ადამიანი გამოვა.

10 დეკემბრის მარშამდე 24 საათზე ნაკლები დრო რჩება. წინა მარშის დროს მონაწილეობა 50 ათასმა უკრაინელმა მიიღო, ახლა კი სააკაშვილის დაკავების ფონზე, უფრო მეტ დემონსტრანტს ელოდებიან.

 

 

ავტორი: ზურაბ ხვისტანი

დღის ამბები