26 დეკემბერი 2024,   15:17
ვრცლად
ქართული ოცნების დეპუტატს ახალციხეში მანქანა აუფეთქეს - კრიმინალური ისტორიის კვალი პოლიტიკურ დაპირისპირებამდე მიდის

ახალციხის საკრებულოს დეპუტატს, ქართული ოცნების წევრს, ამბარცუმ ბაბოიანს, სპორტდარბაზთან მანქანა აუფეთქეს.

სპორტდარბაზში დეპუტატის მწვრთნელი ყვება, რომ მმართველი პარტიის წევრი ყოველთვის ერთი და იმავე დროს დადის დარბაზში სავარჯიშოდ და საკუთარ მანქანასაც ყოველთვის ერთსა და იმავე ადგილას აჩერებს.

დეპუტატის მწვრთნელის ჩაწერა კურიერს ფარულად მოუწია, რადგან ის შიშობს, რომ, თუ ამ თემაზე ღიად ისაუბრებს, შესაძლოა, ბოროტმოქმედის მსხვერპლი თავადაც გახდეს.

აკრძალვის მიუხედავად, კურიერმა შეძლო ამბარცუმ ბაბოიანის მანქანის გადაღება, რომელიც სპორტდარბაზთან მომხდარი აფეთქების შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროს საავარიო სადგომზე გადაიყვანეს.

ავტომობილს ჩამტვრეული აქვს მინები და რამდენიმე ადგილას კორპუსზე ასაფეთქებელი ნივთიერების კვალი ეტყობა.

ახალციხეში ამბობენ, რომ ახალი მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომის შემდეგ რამდენიმე დეპუტატი და ქალაქის მერი, ზაზა მელიქიძე, გამარჯვების აღსანიშნავად რესტორანში შეიკრიბნენ, სადაც სუფრის წევრებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება დაიწყო, რომელიც შემდეგ ფიზიკურ შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა. როგორც გაირკვა, რესტორანს მერიც და დეპუტატებიც სტუმრობდნენ.

გავრცელებული ინფორმაციით, დაპირისპირება საკრებულოს დეპუტატს ქალაქის ახალ მერთან მოუვიდა. ზაზა მელიქიძე დაპირისპირებას უარყოფს.

 

დღის ამბები