26 დეკემბერი 2024,   15:38
ვრცლად
მეც არ ვიცი, რისთვის ვზივარ - ბაჩო ახალაიას ექსკლუზიური ინტერვიუ "შაბათის კურიერთან"

„დიდი მოლოდინი მაქვს სამართლიანობის,“ - ეს განცხადება ბაჩო ახალაიამ ე.წ. მატროსოვის ციხიდან შაბათის კურიერთან გააკეთა.

მისი თქმით, ის პოლიტპატიმარია და ამჟამად ევროსასამართლოს გადაწყვეტილების მოლოდინშია.

„სხვა მიზეზი ჩემი ციხეში ჯდომისა, არ არსებობს, სხვა კონკრეტული რამის გამო ნამდვილად არ ვზივარ. თვითონაც არ ვიცი, რისთვის ვზივარ, სხვა სისხლის სამართლის საქმე რომ ავიღოთ, ასეთი რამ არ არსებობს ბუნებაში,“ - განაცხადა ბაჩო ახალაიამ.

მისი თქმით, მასთან რეალურად კითხვები არ დაუსვამთ და აღნიშნავს, რომ მისი მისამართით გახმოვანებული ბრალდებები, ხშირ შემთხვევაში, უსამართლო და სამარცხვინო იყო.

ციხეში წამების საქმეზე სასამართლომ ბაჩო ახალიას მისამართით გამამტყუნებელი განაჩენი მიიღო.

„ციხეში ვარ, პრაქტიკულად, მე-6 წელია, მაგრამ სინამდვილეში, დოკუმენტების მიხედვით, თუ ამათი განაჩენების მიხედვით, 2 წელი აქედან არ ითვლება... სასამართლოს თვალსაზრისით არ ვფიქრობ, რომ რამე ცვლილება შეიძლება, ამ ქვეყანაში უახლოეს მომავალში მოხდეს,“ - განაცხადა ბაჩო ახალაიამ.

 

დღის ამბები