22 დეკემბერი 2024,   07:53
ვრცლად
ადვოკატთა ასოციაციის არჩევნების მეორე ტურის საკითხი დღეს გადაწყდება

ადვოკატთა ასოციაციის არჩევნების მეორე ტურის საკითხი დღეს გადაწყდება.

ამის შესახებ განცხადება ადვოკატთა ასოციაციის არჩევნებზე ხმის დამთვლელი კომისიის თავმჯდომარემ, ივანე პეტრიაშვილმა, ჟურნალისტებთან გააკეთა. ხმის დათვლის პროცესის გაჭიანურების მიზეზად კი პროცედურაში არსებული ხარვეზი დაასახელა.  

„რაც შეეხება საკითხს, თუ რატომ შეიძლება დადგეს მეორე ტურის აუცილებლობა, საქმე მდგომარეობს იმაში, რომ წესდებაში წერია - ხმათა რაოდენობა ითვლება დამსწრეთა რაოდენობის უმრავლესობის შესაბამისად. პროცედურაში ზუსტად არ იყო გაწერილი, რა იგულისხმება დამსწრეში. შესაძლებელი იყო ამ ტერმინის მრავალმხრივ გაგება. საბოლოო ჯამში, კომისიამ მიიღო გადაწყვეტილებად ის, რაც მოგახსენეთ. საბოლოო შედეგები იქნება შემაჯამებელ ოქმში, სავარაუდოდ დღეს და მათ შორის, მეორე ტურთან დაკავშირებით, სავარაუდოდ, დღესვე იქნება საუბარი,“ - განაცხადა ივანე პეტრიაშვილმა. 

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობისთვის 12 კანდიდატი იბრძოდა. რეგისტრაციის მიხედვით, არჩევნებში მონაწილეობა 2324 ადვოკატმა მიიღო. მიღებული ხმები კი ასე გადანაწილდა:  ებრალიძე დავითი - 31 ხმა; გაგნიძე გრიგოლი - 3 ხმა; ოსეფაშვილი ვასილ -3 ხმა; ჯაოშვილი ვაჟა -2 ხმა; ბესელია იასონ -10 ხმა; ჭკადუა ირმა -53 ხმა; ლანჩავა დავითი -160 ხმა; ჩხაიძე ელგუჯა -3 ხმა; ჯანაშია ლევანი - 632 ხმა; მარგიანი ონისე -2 ხმა; კობაიძე ალექსი- 1 ხმა; ასათიანი დავითი -1128 ხმა.

 

დღის ამბები