07 დეკემბერი 2024,   21:39
ვრცლად
ენმ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით 13 დეკემბრიდან ხელმოწერების შეგროვებას იწყებს

ნაციონალური მოძრაობა საქართველოს მესამე პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებას 13 დეკემბრიდან იწყებს.

პარტია, მიხეილ სააკაშვილთან ერთად, ყველა იმ პირის გათავისუფლებას ითხოვს, რომელთა დაკავების მიზეზიც, მათი აზრით, მხოლოდ პოლიტიკური მოტივებია.

ნიკა მელიას თქმით, სააკაშვილზე პოლიტიკური დევნა ხორციელდება, რაც დემოკრატიული ქვეყნისთვის შეუსაბამოა.

ოპოზიციური პარტია უკრაინისა და საქართველოს ხელისუფლებისგან მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური დევნის შეწყვეტას ითხოვს, წინააღმდეგ მასშტაბური საპროტესტო აქციებით იმუქრება.

„მოგიწოდებთ ყველას, ვისთვისაც ძვირფასია ამ ორი ქვეყნის თავისუფალი და  დემოკრატიული მომავალი. მოვითხოვოთ უკრაინისა და საქართველოს ხელისუფლებებისგან, შეწყდეს მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური დევნა და განთავლისუფლდეს ის უკანონო პატიმრობიდან,“ - განაცხადა ნიკა მელიამ.  

დღის ამბები