26 დეკემბერი 2024,   21:17
ვრცლად
საზოგადოებისთვის ცნობილმა სახეებმა მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი პეტიცია მიიღეს

საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები შეიკრიბნენ, მათ შორის იყვნენ საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები.  

რამდენიმესაათიანი მსჯელობის შემდეგ, საქართველოს ექსპრეზიდენტის მხარდამჭერებმა პეტიციის შემუშავების გადაწყვეტილება მიიღეს.

ღია წერილით საზოგადოების წევრები საქართველოს ხელისუფლებას მიმართავენ და მიხეილ სააკაშვილის უფლებების დაცვისკენ მოუწოდებენ. გარდა ამისა, პეტიციაში სააკაშვილის მხარდამჭერები მოუწოდებენ უკრაინის ხელისუფლებას, შეწყვიტოს საქართველოს ექსპრეზიდენტის პოლიტიკური დევნა.

„მიმართვას ექნება ორი სახე - ერთი, რომლითაც საზოგადოება მიმართავს საქართველოს მთავრობას, რათა დაცული იქნას მისი მესამე პრეზიდენტის და მისი მოქალაქის ინტერესები და შეწყდეს მისი პოლიტიკური დევნა და ასევე, უკრაინის ხელისუფლებას და უკრაინელ ხალხს,  რომლითაც ისინი ასევე მოითხოვენ, რომ შეწყდეს პოლიტიკური ოპონენტების დევნა განსხვავებული აზრისთვის,“ - განაცხადა ნინო კალანდაძემ.

შეხვედრაზე იმყოფებოდა მომღერალი გიორგი უშიკიშვილი.

მისი თქმით, ის მიეკუთვნება თაობას, რომელსაც ახსოვს ზვიად გამსახურდიას მიმართ განვითარებული მოვლენები, დევნა და ეს პროცესი გრძელდება ახლაც მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში.  მისივე განცხადებით, ყველა ის პროგრესი, რითიც საქართველო თავს იწონებს, მიხეილ სააკაშვილის სახელს უკავშირდება.

მხატვარი ქეთუსია იგნატოვა კი მიხეილ სააკაშვილს "ბიძინა ივანიშვილის პირად დევნილს და პოროშენკოს პირად პატიმარს" უწოდებს. 

დღის ამბები