26 დეკემბერი 2024,   22:05
ვრცლად
პოროშენკომ გვაჩვენა, რომ პრეზიდენტისგან დიქტატორად გადაიქცა - უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატი

"უკრაინა ოლიგარქებისა და კორუფციის წინააღმდეგ", "არა პოლიტიკურ პატიმრებს" - ამ სლოგანით აქცია-მსვლელობა კიევში 4 საათის წინ დაიწყო. ხალხი ტარას შევჩენკოს პარკში შეიკრიბა და მეიდნის მიმართულებით დაიძრა.

დემონსტრანტებს მთავარ მოედანზე სცენიდან უკვე ოპოზიციის ლიდერებმა და ცნობილმა სახეებმა მიმართეს.

მათი თქმით, ბოლო პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა ქვეყანა უსამართლობისკენ წაიყვანა, რასაც ისინი არ შეეგუებიან.

აქციაზე იმყოფებოდნენ, როგორც მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური მოძრაობის ლიდერები და მხარდამჭერები, ასევე სხვადასხვა პოლიტიკური გაერთიანებები და არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები. ისინი, მიხეილ სააკაშვილის სამართლებრივი დევნის შეწყვეტასთან ერთად, შეკრებილები უკრაინის პრეზიდენტსა და გენერალური პროკურორის გადადგომას ითხოვენ.

აქციის მიმდინარეობს თვალს ადევნებდნენ სამართალდამცველები და სპეცრაზმელები, თუმცა მათ კოლონის მსვლელობისთვის ხელი არ შეუშლიათ.

„ხელისუფლებამ უნდა გაიგოს, რომ გზა, რომელიც უკრაინამ აირჩია სამი წლის წინ, ისევ საფრთხეშია. ჩვენ გვაქვს არჩევანი - წავიდეთ ან ოლიგარქიული გზით, ან დემოკრატიული, ევროპული ღირებულებები. პოროშენკომ გვაჩვენა, რომ პრეზიდენტისგან დიქტატორად გადაიქცა. დაემსგავსა პუტინს, რადგან დააკავა პოლიტიკური ოპონენტი. დღეს ჩვენ ვეუბნევით პოროშენკოს, შეჩერდი და გაათავისუფლე მიხეილ სააკაშვილი,“ - განაცხადა უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატმა, იური დერევიანკო.

დღის ამბები