26 დეკემბერი 2024,   21:19
ვრცლად
არ ვიცით, რას მოითხოვს პროკურატურა - გირაოს, შინა პატიმრობას თუ ელქტრო ბორკილებს - სააკაშვილის ადვოკატი

უკრაინის გენერალურ პროკურატურას მიხეილ სააკაშვილისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების თაობაზე სასამართლოსთვის ჯერ არ მიუმართავს.

როგორც ოდესის ყოფილი გუბერნატორის ადვოკატი აცხადებს, დაცვის მხარისთვის უცნობია, რომელ სანქციას მოითხოვს პროკურატურა სააკაშვილისთვის, ეს იქნება პირადი თავდებობა, პატიმრობა, გირაო თუ მისთვის სპეციალური ელექტრონული სამაჯურის ტარების დაკისრება.

„დაკავებიდან 72 საათის განმავლობაში  პროკურატურამ უნდა მიმართოს სასამართლოს აღმკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით და შესაბამისი დოკუმენტაცია უნდა გადმოგვცეს დაცვის მხარეს. ეს ჯერ არ მომხდარა. მედიაში გავრცელებულ განცხადებას, რომ პროკურატურა შინაპატიმრობას მოითხოვს, ვერ დავეყრდნობით. ეს მხოლოდ სასამართლოში გაირკვევა. ჩვენ ყველა შესაძლო სცენარისთვის ვემზადებით. თუმცა, არც ერთს არ დავეთანხმებით, რადგან  მიგვაჩნია, რომ საქმე სააკაშვილის წინააღმდეგ ფალსიფიცირებულია. ჩვენ მოვითხოვთ დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს, ყოველგვარი ვალდებულებების, გირაოს, შინაპატიმრობის, ელექტრონული ბორკილების და სხვა მეთოდების გარეშე,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, რუსლან ჩერნოლუცკიმ

დღის ამბები