შობა-ახალი წლის მოახლოვებასთან ერთად ესპანეთში სანტების ტრადიციული მარათონი გაიმართა. საქველმოქმედო ღონისძიება მადრიდში შედგა.
მარათონში სანტა კლაუსების ფორმაში ჩაცმულმა 7 ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, მათ შორის იყვნენ მცირეწლოვანი ბავშვებიც, რომლებმაც ელფების ფორმები მოირგეს.
მონაწილეებისგან მიღებული თანხა მთლიანად ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებულთა დახმარების ფონდში გადაირიცხება.