26 დეკემბერი 2024,   22:03
ვრცლად
საია-ის ყოფილი და ახლანდელი თავმჯდომარე - ანა ნაცვლიშვილი პოსტს დაემშვიდობა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ყოფილი თავმჯდომარე, ანა ნაცვლიშვილი, ბოლო სამი წლის განმავლობაში აქტიურად ეხმაურებოდა ქვეყანაში მიმდინარე მნიშვნელოვან მოვლენებს.

ნაცვლიშვილმა სკოლიდანვე გადაწყვიტა, რომ იურისტი გახდებოდა, თუმცა თავიდანვე იცოდა, რომ პროკურორობა ან ადვოკატობა არ სურდა. ბუდაპეშტში მაგისტრატურის დასრულების შემდეგ, არასამთავრობო ორგანიზაციაში მუშაობდა, 2014 წელს კი ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს.

როგორც თავად ამბობს, პოლიტიკური სიმპათიებისა თუ ანტიპათიების მიუხედავად, დაიცავს ან გააკრიტიკებს ყველას, თუკი ჩათვლის, რომ ადამიანის უფლებებს ან დემოკრატიას საფრთხე ექმნება.

ანა ნაცვლიშვილი იცავდა რუსთავი2-ს და ამბობს, რომ "რუსთავი2-ის საქმეში ხელისუფლების ხელი ჩანდა".

ის ასევე აქტიურად იბრძვის ქალთა უფლებებისთვის. მიაჩნია, რომ მათი ხმა სათანადოდ არ ისმის.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე კი ახლა სულხან სალაძეა. ის არჩევამდე 7 წელი საია-ის თანამშრომელი იყო. სულხან სალაძე გარემოს დაცვის კუთხითაც გააქტიურებას აპირებს.

საიას მე-12 თავმჯდომარე მუშაობას უკვე შეუდგა.

დღის ამბები