26 დეკემბერი 2024,   22:02
ვრცლად
პოლიცია ნარკოტიკს აღარავის ჩაუდებს - ნარკოპოლიტიკის რეფორმა

საზოგადოების ნაწილი ნარკოდანაშაულის დეკრიმინალიზაციის აუცილებლობაზე საუბრობს.

1990-იანი წლებიდან დღემდე საპატიმროში სასჯელი ნარკოტიკის მოხმარებისთვის ათასობით ადამიანმა მოიხადა. თუმცა, ნარკოდანაშაული ამ შემთხვევაში ორად იყოფა. ერთი ნაწილი ნარკოტიკს მართლაც მოიხმარს, მეორე ნაწილი კი ის კატეგორიაა, რომელსაც ნარკოტიკთან არანაირი შეხება არ ჰქონია, თუმცა მათ ეს ნარკოტიკი ჩაუდეს.

სპეციალისტები ამბობენ, რომ, თუ პარლამენტი ყველა ნარკოტიკული საშუალების დეკრიმინალიზაციას მოახდენს, მაშინ თავად ნარკომომხმარებლის მიმართაც სასჯელი ადეკვატური იქნება და ვერც პოლიცია გამოიყენებს მას კონკრეტულ პირებზე ზემოქმედების და ციხეში ჩასმის მიზნით. 

დღის ამბები