21 დეკემბერი 2024,   19:04
ვრცლად
თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასი იტალიური ტურნესთვის ემზადება

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასი იტალიური ტურნესთვის ემზადება. ორ დღეში თეატრი პირველი სპექტაკლით წარსდგება კალიარის თეატრის სცენაზე. გამგზავრებამდე კი, დასმა განსხვავებული ამპლუა მოირგო.

მოცეკვავეებმა ქართველი დიზაინერების კოსტიუმები მოირგეს და 2018 წლის კალენდრისთვის ახალი სახე შექმნეს. პრიმა ბალერინას გარდა, 2018 წლის კალენდრისთვის, ფოტოგრაფმა ჯიჯი რეჯინმა საბალეტო დასის წევრებიც გადაიღო.

ორდღიანი ფოტოსესიის შემდეგ, ოპერისა და ბალეტის თეატრი ჩვეულ რეჟიმს უბრუნდება. იტალიაში საგასტროლო ტურნეს შემდეგ, დასი თბილისში 22 დეკემბერს საახალწლო პროგრამით ბრუნდება.

დღის ამბები