07 დეკემბერი 2024,   06:37
ვრცლად
არსად ქვეყანაში არ იჭერენ ადამიანს და სამაჯურს არ ადებენ იმისთვის, რომ ის არ მოკლან, ეს დაცინვაა - სააკაშვილი

"რაც ჩვენ ახლა გავიგეთ, მსოფლიო მასშტაბის პრეცედენტია. არსად ქვეყანაში არ იჭერენ ადამიანს და სამაჯურს არ ადებენ იმისთვის, რომ ის არ მოკლან და შინა პატიმრობას იმ მიზეზით არ უსჯიან, რომ შესაძლოა, მოკლან. ეს ისეთი აბსურდია, დაცინვა, უკაცრავად, მაგრამ იდიოტიზმია,"- ეს განცხადება მიხეილ სააკაშვილმა პიჩორის სასამართლო სხდომაზე რამდენიმე წუთის წინ გააკეთა.

უკრაინაში საქართველოს მესამე პრეზიდენტის საქმეზე პროცესი ცოტა ხნის წინ განახლდა, სხდომაზე შესვენება იყო გამოცხადებლი. 

"გამოდის ამბობენ, რომ შენ უნდა დაგიჭირონ იმიტომ, რათა, რომ გამოხვიდე მოგკლავენ, ამიტომ ჩვენ შენზე ვზრუნავთ და გიჭერთ. სახელმწიფოს ფუნქცია არ არის ადამიანები დაჭერა და საკანში გამოკეტვა, იმისთვის, რომ ისინი არ მოკლან, სახელწიფო ამყარებს ქუჩაში წესრიგს, კეტავს საზღვარს იმისთვის, რომ არ შემოვიდნენ "ეფესბეს" აგენტები, ასევე სახელმწიფოს ფუნქციაა, დაგინიშნოს დაცვა თუ თვლიან, რომ დამატებითი ზომების მიღებაა საჭირო. ამის ნაცვლად გვეუბნებიან, რომ უნდა ჩაგკეტოთ სამაჯურით, იმიტომ, რომ თუ გამოხვალ, მოგკლავენ.

"ეს მაპატიეთ, მაგრამ ისეთ სიდებილეა, ეს პრეცედენტი უნდა ასწავლო უკრაინის ინსტიტუტებში, რითი იყო დაკავებული უკრაინის პროკურატურა 2017 წელს. ხომ ხედავთ, როგორი არგუმენტებით გელაპარაკებიან ისინი. ისინი პატივს არ სცემენ სასამართლოს და უკრაინის საზოგადოებას. ისინი ყველას თვლიან ან იდიოტებად ან თავის მარიონეტებად, არგუმენტები ფაქტობრივად არ აქვთ. ყველაფერი მარტივია, მე ვერავინ დამამცირებს, თუ მე თვითონ არ დავიმიცირე თავი. მე კი თავის დამცირებას არ ვაპირებ. იმიტომ, რომ მე უნდა ვიყო უკრაინელი ხალხის ღირსი," - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.  

 

ამავე თემაზე
დღის ამბები