06 დეკემბერი 2024,   09:24
ვრცლად
ჩვენი მომავალი არის მიბმული უკრაინის მომავალზე - თამარ კეკენაძე

„მე ვფიქრობ, რომ ეს დიდწილად არის დამსახურება საერთაშორისო ზეწოლის. ამ შემთხვევაში ვგულისხმობ იმ მყისიერ, საჯარო რეაქციებს, რასაც ჩვენ ამ დღეების განმავლობაში ვისმენდით და დარწმუნებული ვარ, ამის მიღმა იქნებოდა ძალიან მკაცრი რეაგირება ჩვენი სტრატეგიული და უკრაინის მეგობარი ქვეყნების მხრიდან,“ - ეს განცხადება თავისუფალი დემოკრატების გენერალურმა მდივანმა, თამარ კეკენაძემ, გადაცემა არჩევანის პირდაპირ ეთერში, კიევში მიხელ სააკაშვილის გათავისუფლების შესახებ, საუბრისას გააკეთა.

თამარ კეკენაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის დევნა მას შემდეგ დაიწყო, როდესაც მას უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვეს.

„დღეს ჩვენ ყველანი ვართ უკრაინის გულშემატკივარი, მინიმუმ იმიტომ, რომ ჩვენი მომავალი არის მიბმული უკრაინის მომავალზე და რა თქმა უნდა, პუტინის ინტერესებში არის ის, რომ  უკრაინაში ვერ მოხერხდეს კორუფციის დამარცხება,“ - ამბობს კეკენაძე.

კეკენაძის თქმით, ვერსიას, რომლის მიხედვითაც, ქართულ ოცნებასა და უკრაინის ხელისუფლებას შორის ურთიერთობას, აქვს საფუძველი.

„მე მგონია, რომ დღეს ბიძინა ივანიშვილისთვის რუსთავი2-ის ასეთ დამოუკიდებელი და ძალიან მაღალრეიტინგიანი ტელევიზიის არსებობა კიდევ უფრო მეტად საფრთხის შემცველია, ვიდრე ცალკეულად აღებული მიხეილ სააკაშვილი, ამიტომ ის წავა აბსოლუტურად ყველა ტიპის გაცვლაზე უკრაინის ხელისუფლებასთან,“ - განაცხადა თამარ კეკენაძემ.

დღის ამბები