21 დეკემბერი 2024,   20:18
ვრცლად
უკრაინის პროკურატურა მიხეილ სააკაშვილზე სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს

უკრაინის პროკურატურა მიხეილ სააკაშვილის აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებით კიევის სასამართლოს მიერ გუშინ მიღებულ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს. განცხადება გენერალურმა პროკურორმა უკრაინულ ტელეკომპანიასთან ინტერვიუში გააკეთა.

იური ლუცენკოს თქმით, ის არ ეთანხმება პეჩორის რაიონულ სასამართლოს. პროკურორის მტკიცებით, ბრალდების მხარემ "ახალ ძალთა მოძრაობის" ლიდერის შინა პატიმრობის განსაზღვრისთვის საჭირო ყველა მტკიცებულება წარადგინა.

"მე არ ვეთანხმები სააკაშვილის მიმართ აღკვეთის ღინისძიებასთან დაკავშირებით მოსამართლის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. ჩვენ სასამართლოს ყველა მტკიცებულება გადავეცით, მიუხედავად ამისა, მოსამართლემ ის გაათავისუფლა. ემოციებისგან თავს შევიკავებ. ჩვენ გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ," - განაცხადა იური ლუცენკომ.  


დღის ამბები