21 დეკემბერი 2024,   20:09
ვრცლად
კიევში მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა

მიხეილ სააკაშვილის საქმეზე კიევში გამართული სასამართლო პროცესი მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა. "

"უკრაინელმა მოსამართლემ ოპოზიციის ლიდერი მიხეილ სააკაშვილი გაათავისუფლა,“ - სტატიას ამ სათაურით "Euronews" აქვეყნებს. პუბლიკაციის ავტორის განმარტებით, გადაწყვეტილება სააკაშვილის ხელისუფლებასთან დრამატული დაპირისპირების პროცესში, რომელსაც ის კორუფციაში ადანაშაულებს, ვითარების მორიგი შემოტრიალებაა.

"მოვლენების მსგავსი განვითარება კიდევ ერთი დარტყმაა პოროშენკოსა და მისი ერთგული პროკურორებისთვის" - წერს "Financial Times". 

"სააკაშვილი, რომელიც უკრაინულმა სასამართლომ გაათავისუფლა, ხელისუფლების შეცვლის აუცილებლობაზე საუბრობს" - სტატიას ამ სათაურით "The New York Times" აქვეყნებს.

საქართველოს მესამე პრეზიდენტის სასამართლო პროცესს სტატიები ასევე "რადიო თავისუფლებამ", "REUTERS"-მა, "Washington post"-მა და "Deutsche Welle"-მ მიუძღვნეს.

დღის ამბები