08 დეკემბერი 2024,   20:28
ვრცლად
სამეთაურო-საშტაბო სწავლება „დიდგორი 2017“ დასრულებულია

სამეთაურო-საშტაბო სწავლება „დიდგორი 2017“ დასრულებულია. მასში სამთავრობო უწყების და არასამთავრობო ორგანიზაციების ათასზე მეტმა წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა.

სწავლების მიზანი, გენერალურ შტაბსა და სარდლობებს შორის კოორდინაციის გაღრმავება და კრიზისული სიტუაციების დროს, უწყებებს შორის ურთიერთქმედების გაძლიერება იყო. „დიდგორი 2017“-ის მონაწილეებს სერთიფიკატები გადაეცათ.

„მომავალ წლებში, ტოტალური თავდაცვის კონცეფციის განხორციელების მიზნით, აღნიშნული პრაქტიკული სწავლებების რაც შეიძლება მაქსიმალურად უწყებების ჩართულობით უზრუნველყოფა, მათ შორის უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირების მონაწილეობით, რათა მთავარ გამოწვევებს, რის წინაშეც დგას საქართველო, ადეკვატური მომზადებით ვუპასუხოთ,“ - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ.

დღის ამბები