07 დეკემბერი 2024,   06:09
ვრცლად
დენის გადასახადი შესაძლოა, გაიზარდოს - ტარიფის მომატებაზე ენერგოკომპანიები ღიად საუბრობენ

მომავალი წლიდან, შესაძლოა ელექტროენერგიის ღირებულება გაიზარდოს.  ამ საკითხზე ენერგოკომპანიები უკვე ღიად საუბრობენ. ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისია დეკემბრის ბოლოს სხდომისთვის ემზადება, რომელზეც ახალი ტარიფი უნდა დაადგინოს.

თუ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ჩათვლის, რომ უახლოესი 3 წლის განმავლობაში ელექტროენერგიისა და წყალმომარაგების კომპანიებს დანახარჯი გაეზრდებათ, მარეგულირებელი ტარიფებს გადახედავს.

უკვე ცნობილია, რომ ჰიდროელექტროსადგურები ტარიფის გაზრდას ითხოვენ. ენგურჰესმა დღეს სემეკის სხდომაზე 3 წლიანი საინვესტიციო გეგმა წარადგინა, რომლის მიხედვით, დანახარჯი იზრდება, შესაბამისად, ჰიდროელექტროსადგურის მენეჯმენტი ტარიფის გაზრდას არ გამორიცხავს.

ექსპერტების აზრით, სამომხმარებლო ტარიფების ზრდა მოსალოდნელია. ეროვნული ვალუტის გაუფასურება, სპეციალისტების გათვლებით, ერთ-ერთი მთავარი მიზეზია.

ელექტროენერგიის ტარიფის შეცვლის შემდეგ მეწარმეები პროდუქტებისა და მომსახურების ფასის ზრდაზე საუბრობენ.

დღის ამბები