22 დეკემბერი 2024,   06:28
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილი ორშაბათს პროკურატურაში დაკითხვაზე მივა

მიხეილ სააკაშვილის პირველი კომენტარი უკრაინის გენერალური პროკურორის ულტიმატუმთან დაკავშირებით. ადგილობრივი ტელეკომპანია "ზიკ"-ის პირდაპირ ეთერში პარტია "ახალ ძალთა მოძრაობის" ლიდერმა განაცხადა, რომ რომელიმე ქვეყანაში დეპორტაცია სახელმწიფოს წინააღმდეგ დანაშაულის შესაბამისი სასჯელი არ არის და ხელისუფლების წარმომადგენლის მხრიდან ქვეყნის ნებაყოფლობით დატოვების შეთავაზება, ალოგიკურია.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, უკრაინის ხელისუფლების მთავარი მიზანი სააკაშვილის ნებისმიერი ხერხით თავიდან მოშორებაა. მისი თქმით, ის ორშაბათს კანონმდებლობის შესაბამისად პროკურატურაში დაკითხვაზე მივა, თუმცა უწყებას უნდობლობას უცხადებს.

"უკრაინის გენერალურმა პროკურორმა თავისი ნამდვილი მიზნები გამოამჟღავნა. იური ლუცენკომ გადნაცხადა, რომ თუკი მე საკუთარი ნებით არ დავტოვებ უკრაინას, ჩემი საქართველოში ექსტრადირება მოხდება. მე მესმის, რომ მას არ აქვს იურიდიული განათლება, მაგრამ თუ ადამიანი სახელმწიფოებრივ დანაშაულს ჩადის, ამ დანაშაულის გამო სასჯელი არ შეიძლება იყოს დეპორტაცია სხვა ქვეყანაში, მაგალითად წარმატებულ ჰოლანდიასა ან პოლონეთში. ხელისუფლების ბოლო დროინდელი ქმედებები ემსახურება ერთადერთ მიზანს -მე არ უნდა ვიმყოფებოდე უკრაინაში," - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.  

პარალელურად, ბრალდება პეჩორის სასამართლოს გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრებასაც გეგამვს.

რაც შეეხება ლუცენკოს ულტიმატუმს, გენერალურმა პროკურორმა სააკაშვილს გუშინ ქვეყნის ტერიტორიის დატოვება ურჩია, წინააღმდეგ შემთხვევაში საქართვლოში ექსტრადირებას დაპირდა.

დღის ამბები