22 დეკემბერი 2024,   06:34
ვრცლად
ეტაპობრივად ვასრულებთ ყველა ნაკისრ ვალდებულებას და ამ პროცესში ევროკავშირი ჩვენი აქტიური მხარდამჭერია - გიორგი კვირიკაშვილი 

ENPARD-ის 4 წლიანი საქმიანობის შემაჯამებელი და ამავე პროგრამის მესამე ფაზის დაწყების ღონისძიება „ექსპო ჯორჯიაში“. ღონისძიება საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გახსნა. 

პრემიერმინისტრის განცხადებით, სოფლის ფეხზე დაყენება და სოფლის მეურნეობის 
განვითარება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. პრემიერის თქმით, სოფლის მეურნეობის დარგში საქართველოს მნიშვნელოვანი პროგრესი აქვს. 

“განსაკუთრებით აღსანიშნავია სოფლის მეურნეობის განვითარების კუთხით ევროკავშირის დახმარება. რასაც ჩვენ აღვიქვამთ, როგორც ნდობას ჩვენი პარტნიორების მხრიდან. ჩვენ ეტაპობრივად ვასრულებთ ყველა ნაკისრ ვალდებულებას და ამ პროცესში ევროკავშირი ჩვენი აქტიური მხარდამჭერია. ჩვენი მთავრობის მიზანია, ხელი შეუწყოს ბიზნესზე ორიენტირებული სოფლის მეურნეობის განვითარებას,“ - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

ღონისძიებას ესწრებოდა ევროკავშირის ელჩი საქართველოში. იანოშ ჰერმანმა საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე ისაუბრა. ჰერმანის განცხადებით, 2016 წლიდან დაწყებულია სოფლის მეურნეობის პროგრამის მეორე ეტაპი, რომელიც საკვების უსაფრთხოებასა და ხარისხის სტანდარტებს გულისხმობს.  

„სოფლის მეურნეობის მხარდაჭერის პროგრამა 2014 წელს ჩვენ დავიწყეთ ტექნიკური დახმარებით და სოფლის მეურნეობის კოოპერატივების დაფინანსებით. სოფლის მოსახლეობის მესამედმა ამ პროგრამიდან სარგებელი ნახა. 2016 წლიდან ვმუშაობთ პროექტის მეორე ეტაპზე, რომელიც არა მხოლოდ სოფლის მეურნეობის განვითარებას გულისხმობს, არამედ საკვების უსაფრთხოებასა და ხარისხის სტანდარტებზეა ორიენტირებული. ეს გახდა საქართველოს პასუხი იმ ახალ შესაძლებლობებზე, რომელსაც ასოცირებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება იძლევა,“ -  განაცხადა იანოშ ჰერმანმა.

დღის ამბები