22 დეკემბერი 2024,   06:19
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილს ასამართლებენ მისი კონსტიტუციური უფლებების გამოყენების გამო - რომან გოცირიძე

არ მომხდარა დედამიწის ზურგზე, რომ პრეზიდენტი გაესამართლებინოთ შეწყალების აქტის განხორციელებისთვის - ეს განცხადება, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა რომან გოცირიძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

გოცირიძე სასამართლო პროცესს გამოეხმაურა, სადაც მიხეილ სააკაშვილის ე.წ. შეწყალების საქმე განიხილება.

„უკრაინაში პატიმრობას ითხოვდა პროკურატურა იმის გამო, რომ თურმე მას რომელიღაც ქვეყნის სპეცსამსახურებიდან ემუქრებოდა სიკვდილი. ამიტომ, მასზე ზრუნვის გამო გადაწყვიტეს, რომ ჩაეკეტათ სახლში, შინა პატიმრობაში. ასეთი აბსურდი არ შეიძლება სადმე განმეორდეს, აი მსგავსი აბსურდი ხდება დღეს საქალაქო სასამართლოსთან. მიხეილ სააკაშვილს ასამართლებენ მისი კონსტიტუციური უფლებების გამოყენების გამო. არ მომხდარა დედამიწის ზურგზე, რომ პრეზიდენტი გაესამართლებინოთ შეწყალების აქტის განხორციელებისთვის,“ - განაცხადა რომან გოცირიძემ.  

გოცირიძემ საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ მიმდინარე პროცესს აბსურდული უწოდა. დეპუტატმა მიმართა ხელისუფლებას, შეწყდეს მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ პოლიტიკური დევნა, რომელიც გოცირიძის განცხადებით, უკვე წლებია მიმდინარეობს.

სანდრო გირგვლიანის საქმის ერთ-ერთ ეპიზოდზე ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ედება ბრალი. 

ამავე თემაზე
დღის ამბები