22 დეკემბერი 2024,   05:58
ვრცლად
თბილისის მთავარი საახალწლო ნაძვის ხის „ქართული ოცნების“ ფერებით განათებას საზოგადოების უარყოფითი რეაქცია მოჰყვა

თავისუფლების მოედანზე, თბილისის მთავარი საახალწლო ნაძვის ხე „ქართული ოცნების“ ფერებით გაანათეს. მთავარ საახალწლო ატრიბუტიკას თბილისის მერის კახა კალაძეს საარჩევნო სლოგანიც ახლავს.

პოლიტიკური ნაძვის ხის ფოტოები დღეს სოციალურ ქსელში გავრცელდა, რასაც საზოგადოების უარყოფითი რეაქცია მოჰყვა.

მოქალაქეების დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ საახალწლო ნაძვის ხეს პოლიტიკური კონტექსტი არ უნდა ჰქონდეს.

„ჯერჯერობით არ ვცხოვრობთ სიცოცხლით სავსე ქალაქში,“ - აცხადებს ერთ-ერთი მოქალაქე. 

 

 

ავტორი: თაკო სურგულაძე

დღის ამბები