ოკუპირებულ აფხაზეთში ალექსანდრე ანქვაბზე თავდასხმაში ბრალდებული პირი მოკლეს. პაველ არძინბა და მისი მძღოლი უცნობმა პირებმა გუმისთას ხიდზე, ავტომობილში, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან ჩაცხრილეს.
მარიონეტული რეჟიმის წარმომადგენლები ჯერჯერობით ფაქტზე კომენტარს არ აკეთებენ. პაველ არძინბა 5 წლის განმავლობაში ძებნაში იმყოფებოდა, სექტემბერში კი გამოძიებას ჩაბარდა და სასამართლომ გირაოთი ოკუპირებული ტერიტორიიდან გაუსვლელობის ხელწერილით გაათავისუფლა.