21 დეკემბერი 2024,   19:38
ვრცლად
"არსებობს სასამართლოს მიმართ პირდაპირი დავალება, რომ ახალ წლამდე დასრულდეს ეს პროცესი"-ბიბილაშვილი სააკაშვილის საქმეზე საუბრობს

„ხელისუფლება და სასამართლო ერთობლივად ცდილობენ პროცესების დაჩქარებას“-ეს განცხადება „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა გირგვლიანის საქმეზე მიმდინარე პროცესის დასრულების შემდეგ გააკეთეს. აღნიშნულ საქმეზე მიხეილ სააკაშვილს ბრალი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით აქვს წაყენებული. მას საზოგადოებრივი წესით დანიშნული ადვოკატი იცავს, რომელმაც დღეს ერთთვიანი ვადა ითხოვა საქმის გასაცნობად, თუმცა მოსამართლემ ადვოკატს მხოლოდ ერთი კვირა მისცა.

როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ზაზა ბიბილაშვილი აცხადებს, მოსამართლის გადაწყვეტილება ადასტურებს მხოლოდ იმას, რომ ის პირდაპირ დავალებას ასრულებს სწრაფად დაასრულოს პროცესი.  

"არსებობს სასამართლოს მიმართ პირდაპირი დავალება, რომ ახალ წლამდე დასრულდეს ეს პროცესი"-განაცხადა ზაზა ბიბილაშვილმა. 

დღის ამბები