ვლადიმერ პუტინი წინასაარჩევნო კამპანიას იწყებს. მოსკოვის საერთაშორისო სავაჭრო ცენტრში რუსეთის ლიდერის წლის შემაჯამებელი პრესკონფერენცია მიმდინარეობს. მას უკვე დაუსვეს შეკითხვა საპრეზიდენტო არჩევნებზე. ვლადიმერ პუტინის განცხადებით არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებელი კანდიდატის სტატუსით მიიღებს. რუსეთის პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ პოლიტიკური პარტიებიც და ორგანიზაციებიც, რომლებიც ქვეყნის განვითარებაზე მის შეხედულებებს იზიარებენ, მხარს დაუჭერენ.
დღევანდელი პრესკონფერენცია ვლადიმერ პუტინისთვის რიგით მეცამეტეა. მას რუსული და უცხოური მედიის 1640 ჟურნალისტი ესწრება. დარბაზში იმყოფება ქსენია სობჩაკიც, რომელსაც ასევე საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა სურს.