21 დეკემბერი 2024,   18:59
ვრცლად
დიდი ოდენობით ფულადი თანხის თაღლითურად დაუფლების მცდელობის სამი ფაქტი - დაკავებულია 5 პირი

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით ფულადი თანხის თაღლითურად დაუფლების მცდელობის სამი ფაქტი გამოავლინა და 5 ბრალდებული დააკავეს. დაკავებულები ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირს შესაბამისი თანხის გადახდის შემთხვევაში, დევნილთათვის განკუთვნილი საცხოვრებელი ფართის გადაცემას დაპირდნენ.

კიდევ 2 დევნილს კი, ბრალდებულები დაპირდნენ, რომ ბინის რიგგარეშე მიღებაში დაეხმარებოდნენ. გამოძიების ვერსიით, დაკავებულები შედეგად მოტყუებით დაეუფლნენ 14 ათას დოლარს.

წაყენებული ბრალი თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით ითვალისწინებს.

დღის ამბები