21 დეკემბერი 2024,   19:06
ვრცლად
თბილისში ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის განახლებული შენობა გაიხსნა 

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის განახლებული შენობა გორგასლის შესახვევში გაიხსნა. ოფისი პრემიერმინისტრმა და თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ერთობლივად გახსნეს, რის შემდეგაც გიორგი კვირიკაშვილმა ადგილზე შეკრებილ ვეტერანებს მიმართა.

"ვეტერანის წოდება იწვევს განსაკუთრებულ მოწიწებას და რა თქმა უნდა, მათ მიერ გაკეთებული საქმე გვაძლევს დღეს იმის საშუალებას, რომ ჩვენ ვიცხოვროთ მშვიდობიან ქვეყანაში და მშვიდობიანად ვაშენოთ ჩვენი შვილებისთვის ხვალინდელი დღე. სახელმწიფოსთვის ზრუნვა ვეტერანებზე და მათთან გათანაბრებულ პირებზე, არის ძალიან მნიშვნელოვანი პრიორიტეტი, ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენ სათანადოდ ვერ მივუზღავთ ამ ადამიანებს იმას, რაც მათ გაიღეს ჩვენი ქვეყნისთვის და სახელმწიფო იზრუნებს, რომ ამ მიმართულებით გააძლიეროს საკუთარი ძალისხმევა,“ - აცხადებს გიორგი კვირიკაშვილი.

დღესვე, ფოტოგრაფ შაჰ აივაზოვის ექსპოზიციაც გაიმართა. საქართველოში მოღვაწე ფოტოგრაფის ფოტო არქივი ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის განახლებულ ოფისს გადაეცა.

 

 

 

დღის ამბები